10 რამ, რაც ანიმე წყვილებმა სიყვარულის შესახებ გვასწავლეს

1. სიყვარულს ყველა ემორჩილება

ლუპინი და ფუჯიკო (Lupin The Third)
მიუხედავად იმისა, რომ ქარაფშუტა და არამყარი პიროვნებაა, ფუჯიკო ყოველთვის ახერხებს პროტაგონისტის “მოთვინიერებას”. ლუპინს ვერ დავადანაშაულებთ – ფუჯიკოს არშეყვარება მართლაც ძნელია.

2. ერთად ყოფნა კარგ დროში კარგია, ცუდ დროში – უკეთესი
ტუქსედო მასკი და სეილორ მუნი (Sailor Moon)
ისინი ერთად ზრუნავენ დედამიწის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ნებისმიერი გლობალური პრობლემა, რაც მათ წინაშე დგას, ამ სუპერგმირ წყვილს კი არ აშორებს, არამედ აახლოებს. სიყვარულს მათი ძალები კვადრატში აჰყავს, რადგან ისინი განუყრელები არიან. 



3. შეუფერებელი წყვილი არ არსებობს

კრილინი და ანდროიდ 18 (Dragon Ball Z)
Dragon Ball რომანტიკული ფილმი ნაკლებად არის, მაგრამ სწორედ მასში გვხვდება ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ანიმე წყვილი. ისინი ალბათ ყველაზე წინააღმდეგობრივი და “შეუფერებელი” წყვილია პოპკულტურის ისტორიაში, მაგრამ მათი ურთიერთობა ჰარმონიულად ვითარდება და ისინი ოჯახსაც ქმნიან.

4. ხანგრძლივი ურთიერთობა იღბლიანების ხვედრია

შინიჩი და რენი (Detective Conan/Case Closed)
ეს ორნი ცოცხალი მაგალითია ფრაზისა “ასე ახლოს და ასე შორს”. ნამდვილად იშვიათია წყვილი, რომელიც შინიჩისა და რენივით ბავშვობიდან მოჰყვებიან ერთმანეთს და მათი სიყვარული ურყევი რჩება. იღბლიანია ის, ვინც ასეთ გრძნობას იმსახურებს.

5. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უცნაური ადამიანი ხარ – ვიღაცას აუცილებლად შეუყვარდები

ნარუტო და ჰინატა (Naruto)
ანიმეშიც კი იშვიათია სიყვარულის უფრო ამაღელვებელი ისტორია, ვიდრე ამ მამაცი და ამავე დროს, მორცხვი ნინძების. იაპონურ ენაში მათი სიყვარულის აღმნიშვნელი ცალკე სიტყვაც კი არსებობს – “ნარუჰინა”. ნარუტოს ჰინატა ყოველთვის “უცნაურად” და “მორიდებულად” მიაჩნდა და ამით ხსნიდა გოგონას ცახცახს და გაწითლებას, როცა ის მის სიახლოვეს იყო. მაგრამ ძლიერ სიყვარულს ვერაფერი დააბრკოლებს.

6. როცა ფიქრობ, რომ გძულს, შეიძლება ძალიან გიყვარს

ინუიაშა და კაგომე (Inuyasha)
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმე წყვილის ისტორია ურთიერთგამომრიცხავი გრძნობებითაა სავსე. მათმა ხანგრძლივმა სიყვარულმა უამრავ გამოცდას გაუძლო და დაამტკიცა, რომ როცა მძაფრ ემოციებს ეხება საქმე, ყველაფერს შეიძლება ველოდეთ.

7. გრძნობას ვერ შეეწინააღმდეგები

მიკასა და ერენი (Attack On Titan)
მიკასა და ერენი მორიგი უცნაური წყვილია. მიკასა ერენს ხშირად ბავშვივით ექცევა, რათა როგორმე მისდამი გრძნობები შეიკავოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ სიყვარულის გრძნობას ვერ შეეწინააღმდეგები.

8. ქალს უყვარს, როცა მამაკაცი მის სიტყვას აფასებს

გოკუ და ჩიჩი (Dragon Ball Z)
“გარიგებით ქორწინების” მიუხედავად, მათი კავშირი ნამდვილზე ნამდვილ გრძნობებში გადაიზარდა. რაც მთავარია, ამ წყვილის ბედნიერება ურთიერთპატივისცემას და ნდობას ემყარება.


9. სიყვარული უფრო მომთმენად და უფრო კეთილად გვაქცევს

ეუჯენი და ჯენი (Ghost Fighter/Yu Yu Hakusho)
ისევე როგორც კიდევ ერთი ანიმე გმირი – ჩი-ჩი, ჯენიც მოთმინებით ელის საკუთარ “მეორე ნახევარს”, სანამ ის სამყაროში გამეფებულ ბოროტებას ებრძვის. სიყვარული მას მოთმინებისა და სიკეთის ისეთ ძალას აძლევს, რაც სხვა დროს არ ექნებოდა.

10. სიყვარულის დასაცავად წინ ნებისმიერს აღუდგები

ერზა სკარლეტი და ჯელალ ფერნანდესი (Fairy Tail)
ერზა და ჯელალი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და მალე მათი მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. როცა ორივენი დატყვევებულები იყვნენ, ჯელალი თავის შეყვარებულს ყოველთვის იცავდა, ერზა კი მას პატივს სცემდა მის სამართლიანობას. წყვილმა მრავალი ძნელბედობა გადაიტანა, მაგრამ ორივე მათგანი თავის სიყვარულს თავგამოდებით იცავდა.
თეგები:
Giorgio
21 სექტემბერი 2020 00:34
DUSTINESS FORD LALATINA,
bro momismine tu googleti xar shemosuli mashin gadaayene telefoni qartulze shemdeg shemodi googleshi shemodi aq da zemot marjvniv daaweqi sam wertils shemdeg asqrole da iq naxav warweras *desktopis saiti* (qartulad) da daaweqi da mere shen ici :) ;) <3
DUSTINESS FORD LALATINA
15 სექტემბერი 2020 17:16
Arafers ar michvenebs da raxan telefonit var magis brali xom ar aris ?
KISAME
3 სექტემბერი 2020 18:43
გამარჯობა. ძალიან კარგია მსგავსი სტატიები მივესალმები <3
ვფიქრობ კარგი იქნებოდა გატსისა და კასკას სასიყვარულო მომენტიც დაგემატებინათ ნამდვილი შედევრია <3

KISAME,
ბერსერკიდან