Netflix-მა “კოვბოი ბიბოპის” მხატვრულ ადაპტაციაზე მუშაობა დაიწყო

Netflix-მა 90-იანი წლების პოპულარული იაპონური ანიმე-სერიალის კოვბოი ბიბოპის მხატვრულ ადაპტაციაზე მუშაობა დაიწყო.
მომავალი პროექტის სცენარისტი კრისტოფერ იოსტი იქნება, მის კალამს თორი:რაგნაროკი ეკუთვნის. სერიალის შოურანერები კი ჯოშ აპელბაუმი (შეუსრულებელი მისია 4) და სკოტ როზენბერგი (საჰაერო ციხე) იქნებიან.
ორიგინალური ანიმეს მოქმედება 2017 წელს ვითარდება, მთავარი გმირები კი თავებზე მონადირეები არიან.
თეგები: