LifeisNice
საყვარელი ჩატი
sao, SAO, საო, ხმლის, ხელოვნება, xmlis, xelovneba, sword, art, online, Kirigaya, Kazuto Main Matsuoka, Yoshitsugu Japanese	Matsuoka, Yoshitsugu Yuuki, Asuna Yuuki, Asuna Main Tomatsu, Haruka, Japanese,	Tomatsu, Haruka Kirigaya, Suguha Kirigaya, Suguha

საიტი განახლდება სექტემბერში


10 საუკეთესო შოუნენ ანიმე !

10 საუკეთესო შოუნენ ანიმე !

მეგობრებო დაიწყო დასვენებები და ტრადიციულად მინდა შემოგთავაზოთ საკუთარ ჟანრში საუკეთესო ანიმეები ! ამჯერად ეს სია იქნება საუკეთესო შოუნენ(Shounen) ანიმეებზე !
**შოუნენი-ანიმე/მანგას ჟანრი სადაც სიტუაცია და ისტორია ვითარდება ახალგაზრდა ბიჭზე/მოზარდზე, უფრო ხშირად შოუნენ ჟანრში ხშირია კარგი ბრძოლები და იუმორით გაჯერებული სიუჟეტი**

10.Fairy Tail- სიტუაცია ვითარდება სამყაროში სადაც მაგია არსებობს ! 17 წლის ლუსის სურს, რომ შეუერთდეს ერთ-ერთ უძლიერეს გილდიას სახელად "Fairy Tail", რასაც იგი ახერხებს, ისტორია გვიყვება მასზე და მის მეგობრების (ნაცუს, ჰეპის) თავგადასავლებზე, ანიმეში გვხვდება ნორმალური სახის ბრძოლები, მაგრამ ანიმეში დიდი დოზითაა იუმორიც ამიტომაც მისი ყურება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია !

9.One Punch Man- მსოფლიოს ბოროტმოქმედების და გმირების საბრძოლო ველადაა გადაქცეული, ახალგაზრდა საიტამა კი უბრალო მოქალაქეა, ერთხელაც როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა გადააწყდება ბოროტმოქმედს რომელთანაც ბრძოლა მის უაზრო ცხოვრებას მთლიანად შეცვლის ! დიდი ვარჯიშების შემდეგ მას თმა დასცვივდება ხოლო საბოლოოდ იგი გახდება ადამიანი რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ერთ დარტყმაში ამარცხებს ! არ გჯერათ? იხილეთ თქვენთვითონ, კვლავ როგორც დანარჩენ შოუნენ ანიმეებშიც აქაც გვხვდება იუმორის კარგი დოზა ამიტომაც მხოლოდ კარგი ბრძოლებით არ დატკბებით.

8.Magi: The Labyrinth of Magic- "მაგია" ასე დავახასიათებდი მე პირადად ამ ანიმეს ერთ სიტყვაში ! ახალგაზრდა ალადინი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო მის ჯინ უგოსთან ერთად, ერთ დღესაც ისინი შეხვდებიან ალიბაბას რომელსაც სურს იპოვოს და გავიდეს იდუმალებით მოცული ლაბირინთი, ჯამში ალიბაბა მათ მოგზაურობას შეუერთდება. ისტორია ეხება მათ სასაცილო თავგადასავლებს და დაძაბულ ბრძოლებს!

7.Naruto-იშვიათია ანიმეს მაყურებელი რომელსაც გაგებული მაინც არ ექნება ნარუტოს შესახებ, მაგრამ მე ჩემს მოვალეობას მაინც შევასრულებ და ორიოდე სიტყვას გეტყვით ამ ანიმეზე : სოფელ კონოჰას თავს დაესხმება 9 კუდიანი მელა რომელსაც ახალშობილ ნარუტოში ჩაბეჭდავენ, ობოლ ნარუტოს ყველა შეიზიზღებს რადგანაც მასში დემონია ჩაბეჭდილი, იგი დაისახავს მიზნად გახდეს ჰოკაგე(სოფელი კონოჰას მმართველი) შეძლებს იგი ამ მიზნის შესრულებას? სიუჟეტი ვითარდება ნინძების მსოფლიოში ამიტომაც ბევრ კარგ პერსონაჟსა თუ ბრძოლას იხილავთ არანაკლები იუმორით.

6.Soul Eater- ანიმე ეხება ადამიანებს და მათ "იარაღებს" რომლებიც ებრძვიან ბოროტ სულებს, ისინი მათთან ბრძოლას სულების აკადემიაში სწავლობენ სადაც დირექტორი თვით შინიგამია, მთავარი პერსონაჟები ცდილობენ გახდნენ საუკეთესოები საუკეთესოებში, გამოუვათ მათ ეს? რა დაბრკოლებებით ელით მათ წინ?

5.Boku No Hero Academia- ახალი, მოკლე მაგრამ უკვე პოპულარული ანიმე ! როდესაც სამყაროს 80% მიიღებს სხვადასხვა შესაძლებლობას ყველასათვის სასურველი პროფესია "გმირობა" შესაძლებელი გახდება, მაგრამ როგორც თქვენ თვითონ იცით სადაც აღმართია იქ დაღმართიც გვხვდება ამიტომაც ამ სამყაროში არანაკლებია ბოროტმოქმედებიც, მთავარი პერსონაჟი კი ყველაზე მეტად ოცნებობდა საკუთარი ძალის მიღებაზე, მაგრამ გაირკვა რომ იგი იმ 20% მიეკუთნება რომლებსაც ეს ძალა არ აქვთ, მთავარი პერსონაჟი იმედს არ კარგავს და იბრძვის, რომ გახდეს გმირი მანამ სანამ ერთი ინციდენტი არ მოხდება რომელიც მთელ მის ცხოვრებას შეცვლის...

4.Dragon Ball- ლეგენდის მიხედვით თუ შენ შეაგროვებ 7 დრაკონის ბურთს და გამოიძახებ დრაკონ შერლონგს იგი შენს ნებისმიერ სურვილს აგისრულებს ! ბულმამ დაისახა მიზნად შეაგროვოს შვიდივე, მაგრამ მეორე ბურთის ძიების დროს იგი შეხვდება პატარა სონ-გოკუს რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია და უკან მაიმუნის კუდი აქ, იგი უერთდება ბულმას ძიებაში და ასე იწყება ეს ლეგენდარული ანიმე ! ჯამში ანიმეს ბევრი სერია აქვს, მაგრამ თითოეული სერია უნიკალურია ! კლასიკურად აქაც გვხვდება იუმორი და შესანიშნავი ბრძოლები !

3.Fullmetal Alchemist/Fullmetal Alchemist:Brotherhood- ედვარდი და ალფონსი დაკარგავენ დედას და გადაწყვეტენ რომ დაიბრუნონ იგი ალქიმიის საშუალებით, მაგრამ დედის დაბრუნების ნაცვლად ედვარდი ხელს კარგავს ხოლო ალფონსი ტანს, ედვარდი შეწირავს ფეხს რათა ძმა დააბრუნოს საბოლოოდ ძმები დაიწყებენ ფილოსოფიური ქვის ძებნას რათა ალფონს ტანი დაუბრუნონ. კომედია, დაძაბული ბრძოლები, მშვენიერი ისტორია , კარგი სიუჟეტი აი ეს კრიტერიუმები ახასიათებს ანიმეს. როგორც თქვენ ნახეთ ამ ანიმეს ორი დასახელება დავწერე პირველი შედარებით ძველი ვერსიაა რომელიც მაგაზეა დაფუძნებული, მეორე კი განახლებული ვერსიაა , მაგრამ პირველისგან განსხვავებით იგი მანგაზე არაა დაფუძნებული.

2.One Piece- როდესაც გოლ დ როჯერს მეკობრეების მეფეს სახალხოდ სჯიდნენ მან გამოაცხადა, რომ განძი რომელსაც One Piece ქვია გრანდ ლაინის კუნძულ რაფტილზე დამალა, მეკობრეები მსოფლიოს ყველა წერტილიდან გრანდ ლაინზე გაემართნენ რათა პირველებს აეღოთ ეს განძი, მაგრამ ეს ვერავინ ვერ შეძლო, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ახალგაზრდა მეკობრე მუგივარა ლუფი დაისახავს მიზნად, რომ იპოვოს ეს განძი და გახდეს მეკობრეების მეფე ! როგორც ხვდებით ეს ანიმე მოგვითხრობს მის გიჟურ თავგადასავლებზე, გრძელ და ძალიან საინტერესო სიუჟეტზე და მასში გარეულ იუმორზე, რაღათქმაუნდა ანიმეში ულევი ფანტაზია და ფიზიკურად დაუვიწყარი ბრძოლებია!

საპატიო ადგილი: Bleach-მოზარდი იჩიგო კუროსაკი შემთხვევით შინიგამი რუკია კუჩიკის შეხვდება რომელიც მას შინიგამის ძალებს გადასცემს, ჯამში იგი დაკავდება შინიგამის საქმიანობით, მაგრამ ყველაფერი მალე იცვლება რადგანაც საქმეში სხვა შინიგამები ერევიან...


1.Hunter X Hunter- ჰანტერები ეს ის ხალხია რომლებსაც ფაქტობრივად არაფერი ეკრძალებათ, მათ შეუძლიათ 70% სამყაროს ნაწილზე შესვლა და ფლობენ ზეადამიანურ ძალებს, მაგრამ სანამ ჰანტერი გახდები შენ გამოცდა უნდა ჩააბარო რომელიც ძალიან რთულია, გონ ფრიქსი (მთავარი პერსონაჟი ) გადაწყვეტს, რომ გახდეს ჰანტერი და იპოვოს მამამისი გინი რომელიც ასევე ჰანტერია , გამოცდაზე იგი ბევრ ახალ და კარგ მეგობარს იჩენს , თავიდან ანიმე შესაძლოა ოდნავ ბავშვურიც მოგეჩვენოთ , მაგრამ არ წამოეგოთ ამ მახეზე ! ამ ანიმეში სისხლი არავის ენანება ! მშვენიერი ბრძოლები და ძალიან კარგი პერსონაჟები რომლებიც ისტორიასაც კი დარჩება !скачать dle 10.5фильмы бесплатно
კომენტარის დამატება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გაიღიმე!!!

{jsfiles}